სამომხმარებლო შეთანხმება და წესები

განმარტება:

Pix.Ge-ს სერვერები - შემდგომში „სერვერები“;
მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს „Pix.Ge“-ს სურათების უფასო ჰოსტინგის სერვისით - შემდგომში „მომხმარებელი“;
ნებისმიერი ტიპის ფაილი, რომელიც შეიძლება ატვირთულ იქნას „Pix.Ge“-ს სერვერებზე - შემდგომში „ფაილი“;

Pix.Ge-ს სურათების უფასო ჰოსტინგით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე სერვისით სარგებლობის წესებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით სერვისით სარგებლობის წესებს, თქვენ არ უნდა ატვირთოთ ფაილები Pix.Ge-ს სერვერებზე.

  1. სერვისის მიწოდება ხდება ისეთი ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია მიწოდების მომენტისათვის, ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი გარანტიების გარეშე.
  2. თუ თქვენ რეგისტრირებული ხართ pix.ge საიტზე, ეს ნიშნავს რომ თქვენ იღებთ ვალდებულებას, არ გადასცეთ მეორე პირს სისტემაში შესასვლელი თქვენი სახელი და პაროლი, ხოლო გადაცემის შემთხვევაში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მომხმარებლის სახელით ჩადენილ ქმედებებზე.
  3. აკრძალულია სერვისის გამოყენება ისეთი ფაილების ასატვირთად, რომლებიც შეიცავენ:
    • პორნოგრაფიულ ელემენტებს;
    • ძალადობის სცენებს;
    • არღვევენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს;
    • არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის საავტორო უფლებებს;
    • ნებისმიერი სახით არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას;
  4. საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს:
    • მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება მომხმარებლის ან მომხმარებლების მიერ ატვირთული ნებისმიერი ფაილის ან ფაილების წაშლის შესახებ, თუკი ამ ფაილების სერვერზე განთავსებით ირღვევა pix.ge-ს სერვისით სარგებლობის წესები;
    • მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული სურათის ან სურათების "შემთხვევითი სურათების" გვერდზე ჩვენებაზე უარის თქმის შესახებ;
    • დროებით ან უვადოდ დაბლოკოს კონკრეტული მომხმარებელი, თუ მისი IP მისამართიდან დაფიქსირდა ერთიდაიმავე ფაილის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ატვირთვა, მათი "შემთხვევით სურათებში" დიდი სიხშირით გამოჩენისა და შესაბამისად, ამ გზით დარეკლამებისათვის;
    • აკრძალოს რომელიმე კონკრეტული ფაილის ან ფაილების ჩატვირთვა ნებისმიერ სხვა საიტზე ან საიტებზე;
    • წესების დამრღვევების მიმართ გამოიყენოს IP მისამართის, ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებლის შემთხვევაში როგორც IP მისამართის, ასევე მომხმარებლის სახელის დაბლოკვის ფუნქცია;
    • ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება სერვისით სარგებლობის წესებში. წესები მოქმედად ითვლება მისი გამოქვეყნებისთანავე.