ხშირი კითხვები
-
რას წარმოადგენს Pix.Ge?
-
Pix.Ge არის სურათების უფასო ჰოსტინგის
სერვისი და გამოიყენება თქვენი სურათების ინტერნეტში მაქსიმალურად
სწრაფად და კომფორტულად განთავსებისთვის.
-
ფასიანია თუ არა Pix.Ge-ს ჰოსტინგის სერვისით სარგებლობა?
-
Pix.Ge-ს სურათების ჰოსტინგის სერვისით სარგებლობა სრულიად უფასოა.
-
რამდენი ფაილის ატვირთვა შემიძლია ერთდროულად?
-
დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 5
სურათის ატვირთვა, ხოლო დარეგისტრირებულებს — 10-ის.
-
რა ტიპის ფაილების ატვირთვა შემიძლია?
-
მიმდინარე დროისათვის დასაშვებია JPG, PNG, GIF და
BMP ფორმატის ფაილების ატვირთვა.
ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში,
დაპატარავების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება (ამ შემთხვევაში მუშაობს მხოლოდ
ზომის შეცვლის ფუნქცია).
-
როგორ მოვახდინო სისტემიდან გამოსვლა, თუ შესული ვარ ფეისბუქის ანგარიშით ?
-
ამისათვის საჭიროა გამოხვიდეთ თავად ფეისბუქის საიტზე, თქვენი ანგარიშიდან.
-
ვის შეუძლია ჩემი ალბომ(ებ)ის ნახვა ?
-
შეუძლია ყველას, ვისაც მისცემთ პირდაპირ ბმულს თქვენს ალბომებზე.
-
რამხელა ფაილის ატვირთვა შემიძლია?
-
შეგიძლიათ მაქსიმუმ 5 მბ ზომის ფაილის ატვირთვა.
პიქსელურ ზომაში ასატვირთი ფაილი არ არის შეზღუდული.
-
როგორ წავშალო ჩემს მიერ ატვირთული სურათი?
-
თქვენ შეგიძლიათ სურათი დატოვოთ Pix.Ge–ს სერვერებზე
განუსაზღვრელი ვადით. ატვირთული სურათების წაშლის შესაძლებლობა
აქვთ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
-
შემიძლია ავტვირთო პორნო სურათები?
-
არა, პორნოგრაფიული სურათების ატვირთვა აკრძალულია.
გთხოვთ, გაეცნოთ წესებს.